თქვენი სარეკლამო ადგილი

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესის მომავალი გარკვეულია

კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და "ბაიერნის" შემტევი, ხამეს როდრიგესი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა.
"ხამესმა პირად საუბარში მითხრა, რომ მისი კონტრაქტი არ გამოგვესყიდა. აღნიშნულ სიტუაციაში კი ყველაფერი ნათელია. მას ძირითადის ფეხბურთელობა სურდა, თუმცა "ბაიერნში" ამის გარანტიას ვერ მივცემდით" - განაცხადა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი "რეალის" საკუთრებაა, თუმცა 2017 წლიდან იჯარის წესით "ბაიერნში" ასპარეზობს. ზაფხულში, ის "სამეფო კლუბში" დაბრუნდება, თუმცა შესაძლოა გუნდი კვლავ შეიცვალოს. ხამესის დამატება "ნაპოლის" და "იუვენტუსს" სურთ.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა