თქვენი სარეკლამო ადგილი

ვან დე ბეეკის აგენტი: "ჩემი წარმომადგენლები იტალიაში იმყოფებიან"

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აიაქსის" ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის აგენტის წარმომადგენლები იტალიაში იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია თავად აგენტმა დაადასტურა, თუმცა "ინტერთან" მოლაპარაკებები უარყო.
"ჩემი წარმომადგენლები იტალიაში მართლაც იმყოფებიან, თუმცა "ინტერთან" შეხვედრა არ ყოფილა. პიერო აუსილიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვან დე ბეეკის ტრანსფერზე არასდროს გვისაუბრია. იტალიაში აკადემიისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეძებთ" - განაცხადა ვან დე ბეეკის აგენტმა.
დონი ვან დე ბეეკი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია. მან ამსტერდამული კლუბის მაისური 138-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა