თქვენი სარეკლამო ადგილი

მესი: "სეზონი გადაღლილმა და დათრგუნულმა დავასრულე..."

ლეო მესი კოპა ამერიკისთვის არგენტინის ნაკრებთან ერთად ემზადება. "ლა პულგამ" მედიისთვის მოიცალა და TyC Sports-თან სეზონის რთულ დასკვნით ნაწილზე ისაუბრა.
"სეზონი გადაღლილმა და დათრგუნულმა დავასრულე, თუმცა ეს არ ყოფილა ფიზიკური პრობლემები, ეს თავიდან მოდის. ყველაფერი სეზონის ბოლო 15 დღეში მოხდა. განსაკუთრებით კი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ყველაზე მტკივნეული იყო.

მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი დრო მქონდა დასასვენებლად. ეს იყო ერთ-ერთი ის სეზონი, რომელშიც ყველაზე ცოტა ვითამაშე.
რაც შეეხება კოპა ამერიკას, მას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით როგორც ყველა დიდ ტურნირს. ამჟამად ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ იდეალურ ვარიანტს ვეძებთ. ამ ბიჭების უმრავლესობისთვის ეს პირველი სანაკრებო ტურნირია".
"ბარსამ" წლევანდელ სეზონში ტრებლის შესრულების კარგი შანსი ხელიდან გაუშვა და მხოლოდ ლა ლიგას დასჯერდა.
მესი და "ალბისელესტე" კოპა ამერიკაზე თავიანთ პირველ შეხვედრას 16 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე კოლუმბიის წინააღმდეგ გამართავს.


скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა