თქვენი სარეკლამო ადგილი

რატომ თქვა „ბარსელონამ“ იოვიჩის ტრანსფერზე უარი?

4 ივნისს მადრიდის „რეალმა“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და ლუკა იოვიჩი გადაიბირა. ახალგაზრდა სერბმა „სამეფო კლუბთან“ 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ კი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებმა დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაიხადეს.
„ლოს ბლანკოსის“ გარდა 21 წლის თავდამსხმელით „ბარსელონასაც“ გახლდათ დაინტერესებული. „აინტრახტს“ პირველმა სწორედ „ბლაუგრანამ“ მიმართა, თუმცა ლუკას შეძენა ბოლო წამს გადაიფიქრა. კატალონიური გამოცემა Sport ერთ-ერთ სტატიაში იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც „ბარსას“ მესვეურებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
იოვიჩი წმინდა 9 ნომერია, რომელიც დამაგვირგვინებელ ფაზაში ლუის სუარესის მსგავსად მოქმედებს. „ბარსელონა“ კი ეძებს თავდამსხმელს, რომელსაც ფლანგზე გახსნა შეეძლება და ცენტრფორვარდს სივრცეს დაუტოვებს. იოვიჩი არაა იმ პროფილის მოთამაშე, რომელიც „კამპ ნოუს“ ბინადრებს ამჟამად ყველაზე მეტად სჭირდებათ. - წერს Sport.
კატალონიური გამოცემა ხაზს ფინანსურ მხარესაც უსვამს. როგორც ჩანს „ბარსელონას“ 60 მილიონი ევრო ეძვირა. "ბარსას" ხელმძღვანელებმა მიიჩნიეს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის შეძენაც აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ზემოთ ხსენებულ მიზეზთა გამო მასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები ჰქონდათ, ამხელა თანხის გადახდა რაციონალური გადაწყვეტილება არ იქნებოდა.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა