თქვენი სარეკლამო ადგილი

"ტოტენჰემი" ჯოვანი ლო სელსოს უახლოვდება !

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი", სევილიური "რეალ ბეტისის" არგენტინელი ნახევარმცველის, ჯოვანი ლო სელსოს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელებს სურთ ზამთარში, ბელგიელი მუსა დემბელეს მიერ დატოვებული სიცარიელე, რომელიც ჩინეთში გადაბარგდა, "პსჟ-ს" ყოფილი შუახაზელით "ამოავსონ".

ცნობების მიხედვით, 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის, მაურისიო პოჩეტინოს, 70 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა