დაიტოვებს სპარტაკი ანანიძეს?



ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკში“ დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ამ ეტაპზე უცნობია, მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს მომავალ სეზონში ენდობა და კვლავ გაანათხოვრებს.

26 წლის ანანიძემ გასული სეზონის პირველი ნახევარი „სპარტაკში“ გაატარა, რომლის რიგებში რუსეთის პრემიერ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 
ზამთარში ის სამარას „კრილია სოვეტოვში“ გაანათხოვრეს, სადაც 8 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
მას მოსკოველებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა