თქვენი სარეკლამო ადგილი

ჩემპიონთა ლიგაზე მესის გარეშე, რა დაემართა არგენტინელს

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლეო მესი შესაძლოა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაბრუნდეს მწვანე მინდორზე.

გამოცემა beIN Sports-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდის დაზიანება იმაზე უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე გუნდის ექიმები მოელოდნენ.

წყაროს ცნობით, მას აღდგენითი ვარჯიშების დაწყების შემდეგაც აწუხებდა ტრავმა. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ლეო გუნდს ოქტომბრამდე ვერ დაეხმარება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მესი ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ მან "ინტერთან" მატჩშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა