მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგის ტიტულზე საუბრობს:
"დიახ, უახლოესს მდევარს 5 ქულით გავუსწარით, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ამჟამად ცხრილში მე-2 ადგილს, "მანჩესტერ სიტის" სახით, ევროპაში საუკეთესო კლუბი იკავებს."
"სწორედ ამ მიზეზით, თასის მოსაპოვებლად, სეზონის ბოლომდე უშეცდომოდ უნდა ვიასპარეზოთ."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, 5 ტურის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატის სათავეში იმყოფება 15 ქულით.
скачать dle 12.1