"ბარსელონა" ანსუ ფატისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს



კატალონიის "ბარსელონა" მზადაა 16 წლის ანსუ ფატის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს და გვინეა-ბისაუელ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ანსუს "ბარსელონა" 5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს და გარდა იმისა, რომ პირველ გუნდში იქნება, B გუნდში თამაშიც შესაძლებელი იქნება.

იმ შემთხვევაში თუ ფატი პირველ გუნდში მატჩებს ჩაატარებს, მისი ხელფასი 1 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხოლო მესამე წლიდან 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატიმ მიმდინარე სეზონში წარმატებულად დაიწყო და სამ მატჩში 2 გოლთან ერთად 1 საგოლე პასიც შეასრულა.
скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა