თქვენი სარეკლამო ადგილი

ემილიანო სალას „კარდიფში“ გადასვლა არ უნდოდა

ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელს, ემილიანო სალას „კარდიფში“ თამაში დიდად არ ხიბლავდა. რამდენიმე საათის წინ L'Equipe-მა არგენტინელი თავდამსხმელის მიერ WhatsApp-ში მეგობრისთვის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება გაასაჯაროვა.
„გუშინ მეისას(სალას აგენტი) შეტყობინება გავუგზავნე. მან რამდენიმე საათის შემდეგ დამირეკა. ჩვენ კონკრეტული საკითხების შესახებ ვისაუბრეთ და მაცნობა, რომ გუნდს ჩემი გაყიდვა უნდოდა“.
„ნანტს კარდიფმა წინადადებით მიმართა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩემ სანაცვლოს სარფიანი შეთავაზება მიიღეს, ამიტომ სურთ, რომ უელსში წავიდე“.
„კარგ კონტრაქტს მთავაზობენ, მაგრამ პერსპექტივას ვერ ვხედავ და „კარდიფში“ გადასვლით დიდად არ ვარ დაინტერესებული. უელსში წასვლის არ მეშინია, პირიქით! მაგრამ მეისას ვუთხარი, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკეთესი ვარიანტი მოეძებნა. მან „კარდიფი“ უარით გაისტუმრა, რადგან იცის, რომ უელსში წასვლა არ მინდა“.
„გუნდში, რომელიც კარგ კონტრაქტს შემომთავაზებს და პერსპექტივასაც დავინახავ, სიამოვნებით გადავალ, თუმცა ზოგჯერ ორივეს ერთად ვერ მიიღებ. კიტასთან (ნანტის მფლობელის შვილი) საუბარი არ მინდა, რადგან არ მსურს გაბრაზდეს. მას ჩემთან პირისპირ ლაპარაკი ეზიზღება“.
„კიტას უნდა, რომ „კარდიფში“ გადავიდე. მან უელსურ გუნდთან სარფიანი მოლაპარაკებები გამართა და ჩემ სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებს. მას ჩემთვის არაფერი უკითხავს. არ აინტერესებს მინდა თუ არა „კარდიფში“ გადასვლა. იგი მხოლოდ ფულის მიღებაზეა ორიენტირებული“.
„არ ვიცი რა გავაკეთო. ჩემს აზრს არავინ ითვალისწინებს და არავის აინტერესებს რისი გადატანა მიწევს".скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა