თქვენი სარეკლამო ადგილი

ტეო ერნანდესი: "რეალი სწორედ ამიტომ დავტოვე"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და ამჟამად იტალიური "მილანის" მარცხენა მცველმა, ტეო ერნანდესმა გუნდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

"მე მსურდა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მქონოდა. პაოლო მალდინისთან შეხვედრამ კი ყველაფერში დამარწმუნა."

"ის იბიცაზე ჩამოვიდა და შეთანხმებას მალევე მივაღწიეთ. მალდინი ლეგენდაა, შეუძლებელია, მასთან საუბრით აღფრთოვანებული არ დარჩე."

"რეალი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო. 2017/18 წლებში გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, რაც არასდროს დამავიწყდება." - აცხადებს ტეო.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა