თქვენი სარეკლამო ადგილი

კვერკველიამ და კვარაცხელიამ რუსეთის თასი მოიგეს

რუსეთის თასის 2018-19 წლების სეზონის ფინალურ შეხვედრაში მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' დმიტრი ბარინოვის ერთადერთი გოლით ''ურალი'' დაამარცხა.
''ლოკოს'' შემადგენლობაში სოლომონ კვერკველიას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, ხოლო მისი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშში მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე ჩაერთო.
კვერკველია რუსეთის თასის გამარჯვებული მესამედ გახდა. პირველად 2011-12 წლების სეზონში ყაზანის ''რუბინთან'' ერთად, მეორედ კი 2017 წელს ''ლოკომოტივის'' შემადგენლობაში.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ''რუსთავის'' საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი რუსულ კლუბს გასულ ზამთარში იჯარის წესით შეუერთდა. ყველა ტურნირის ჩათვლით 18 წლის ტალანტმა რუსულ კლუბში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა