თქვენი სარეკლამო ადგილი

კვერკველიას ტრავმა სერიოზული არაა

სოლომონ კვერკველიას ტრავმა სერიოზულია არ აღმოჩნდა და ის ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.
რუსეთის პრემიერ ლიგის დასკვნით შეხვედრაში „ლოკომოტივმა“ „უფა“ მიიღო და 1:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ტრავმის გამო მე-17 წუთზე შეცვალეს. 
ცჰამპიონატ.ცომ-ის ინფორმაციით, კვერკველიას სერიოზული დაზიანება არ მიუღია და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ივნისში გასამართ შეხვედრებში ითამაშებს. 
სლოვაკი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები 7 ივნისს თბილისში გიბრალტარს დაუპირისპირდებიან, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიასთან ითამაშებენ.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა