ხაბიბმა რონალდოს რჩევა მისცა


ცნობილ რუს მებრძოლს, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კრისტიანო რონალდოს რომ კარგი ურთიერთობა აქვთ, ეს ამბავი ცნობილია.

UFC-ის მებრძოლმა პორტუგალიელ ფეხბურთელს საინტერესო რჩევა მისცა.

"ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც რთული გადაწყვეტილების მიღება გიწევს. მნიშვნელობა არ აქვს, შენ გსურს თუ არა კარიერის დასრულება, ოდესმე მაინც მოგიწევს ეს."

"თუ სწორ დროს არ დაასრულებ კარიერას, მაშინ, გვერდზე გადგომა მოგიწევს, რადგან სხვა ჩემპიონები გამოჩნდებიან. პირველობას სამუდამოდ ვერავინ ინარჩუნებს, ასე რომ, წასასვლელად სწორი დრო უნდა აარჩიო."

"რამდენისაა რონალდო. 34? 35? მნიშვნელობა არ აქვს, ხაბიბი ხარ თუ კრისტიანო, ოდესმე შენს ადგილს მაინც ვინმე დაიკავებს. ჩემი რჩევაა, რონიმ სწორ დროს დაასრულოს კარიერა." - აცხადებს ნურმაგომედოვი.
скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა