ფლამარიონის მორიგი გოლი და გეგუჩაძის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება


კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის ''დინამომ'' ''ანგისაზე'' ქუთაისის ''ტორპედო'' 2:0 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, თბილისის ''ლოკომოტივის'' ძლევას ქუთაისურ კლუბთან გამარჯვება მოჰყვა.
ამ ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' 10 ქულით მეორე ადგილზეა და თბილისის ''დინამო'' 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა კახა ჩხეტიანის გუნდს მიმდინარე ტურის მატჩი ჯერ არ გაუმართავს, 19 ივლისს ლიდერ გორის ''დილას'' უმასპინძლებს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ბათუმის ''დინამომ'' ფლამარიონისა და მანჯგალაძის გოლებით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფორვარდის გოლისას საგოლე პასი მანჯგალაძემ შეასრულა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში თბილისის ''დინამო'' გორის ''დილას'' უმასპინძლებს. ტურის ცენტრალური შეხვედრა ''დინამო არენაზე'' 19 ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა