MD: ბარსელონას ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე კლუივერტთან მუშაობა სურთ


ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე კიკე სეტიენის ხელში თამაში აღარ უნდათ. წყაროს ცნობით, მთელი გასახდელი პატრიკ კლუივერტის კანდიდატურას უჭერს მხარს.
ეს ინფორმაცია ესპანურ პრესაში მოულოდნელად გავრცელდა, რადგან სეტიენის წასვლა ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ მას პოსტს მაინც დაატოვებინებენ, „ბარსას“ დროებითი მწვრთნელის პოსტზე ბე გუნდის თავკაცი გარსია პიმიენტა მოიაზრებოდა.
ესპანური გამოცემა წერს, რომ კლუივერტი კლუბის შიდა სამზარეულოს იდეალურად იცნობს, მას ასევე ესმის, თუ რა აკლია მესის და ძალიან კარგად იცის ფრენკი დე იონგის სათამაშო სტილი, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე იცნობს.
Mundo-ს ცნობით, ფეხბურთელები ამ ახალი ამბის გაგების შემდეგ, კარგ განწყობაზე არიან და დაძაბულობაც ჩაცხრა, თუმცა გადაწყვეტილება ბართომეუმ უნდა მიიღოს, რომელიც სეტიენის დატოვებას ემხრობა და 18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 61 წლის სპეციალისტი გუნდში ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე რჩება კიდეც, მაგრამ ფეხბურთელები მას აშკარად არ ენდობიან და ეს „ბარსას“ თამაშს პირდაპირ ეტყობა.
სავარაუდოდ, ყველაფერი ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. როგორ ითამაშებს გუნდი და რა განცხადებები გაკეთდება ლა ლიგის ოფიციალურად დასრულების შემდეგ...
შეგახსენებთ, რომ კლუივერტი „ბარსელონას“ ახალგაზრდული აკადემიის დირექტორის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა ძალაში.
კლუივერტი „ბარსას“ მაისურით 1988-2004 წლებში თამაშობდა. 256 მატჩში მან 122 გოლის გატანა შეძლო.скачать dle 12.1




დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა