5 მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო



იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს. ყველა სათამაშო დღეს წარმოგიდგენთ, მატჩებს, რომლებზეც ფსონი უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება 1xbet.com-ზეა უპრიანი, სადაც დარეგისტრირების შემთხვევაში, პირველ დეპოზიტზე 300 ლარამდე ბონუსი გელით.

„ტოტენჰემი“ – „ლესტერი“ [19:00]

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ჟოზე მოურინიოს გუნდი ბრენდან როჯერსის ბიჭებს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მოტივაცია ორივე გუნდს საკმარისად აქვს - „ლესტერს“ ოთხეულში დასარჩენად ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ნებისმიერი ფეხის დაცდენის შემთხვევაში, გუნდს „მან.იუნაიტედი“ გადაუსწრებს.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, „დეზები“ ევროპა ლიგაზე მოხვედრას აქტიურად ცდილობენ და ნანატრ მეექვსე ადგილს ერთი ქულით ჩამორჩებიან. ამიტომ, იმისთვის, რომ ლონდონელებს მომდევნო სეზონში ევროტურნირები ჰქონდეთ, დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება უბრალოდ სავალდებულოა.

ამ შეხვედრაში ფსონს ორმაგ პოზიციაზე გავაკეთებთ: „ტოტენჰემი“ არ წააგებს და ორივე გუნდი გაიტანს გოლს, 1xbet.com-ზე ეს პოზიცია 2.31 კოეფიციენტით არის შეფასებული.

„ნაპოლი“ – „უდინეზე“ [21:30]

შეიძლება ითქვას, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში „ნაპოლი“ უმოტივაციოდაა - თასის მოგებით გუნდმა ევროპა ლიგაზე მოხვედრა ისედაც გაინაღდა და ახლა, გუნდის მთავარი ამოცანა ცხრილში რაც შეიძლება უფრო მაღალი პოზიციის დაკავებაა. ამჟამად, ჯენარო გატუზოს გუნდი მეშვიდეა, რადგან თავისი მატჩი გუშინ „მილანმა“ მოიგო, თუმცა თუ დღეს „უდინეზეს“ დაამარცხებს, მეექვსეზე დაბრუნდება.

„უდინეზე“ მე-16 ადგილზე თავს მეტნაკლებად კომფორტულად გრძნობს და გასავარდნ ზონას 7 ქულით არის მოშორებული, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, სრული რელაქსის უფლება უდინეს გუნდს ნამდვილად არ აქვს. ამიტომ, ნებისმიერი ქულა ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია.

ჩვენი ვარაუდით, დღევანდელ შეხვედრაში გატუზოს გუნდი 2-მატჩიან მოუგებელ სერიას შეწყვეტს და საკუთარ მოედანზე გამარჯვებას მოიპოვებს. ამ პოზიციას 1xbet.com-ზე 1.55 აქვს კოეფიციენტი.

„რომა“ – „ინტერი“ [23:45]

ამჟამად, გუნდები სრულიად განსხვავებულ ამოცანებს ასრულებენ. „ინტერი“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „იუვენტუსს“ 6 ქულით ჩამორჩება, რაც საჩემპიონო ბრძოლის მცირე ილუზიას ქმნის. „რომა“ კი 57 ქულით მეხუთეა და ევროპა ლიგაზე გასვლისთვის იბრძვის, თუმცა გარანტირებული ჯერ არაფერი აქვს, რადგან მეშვიდე პოზიციას მხოლოდ 4 ქულით არის მოშორებული.

გუნდებს შორის სერია ა-ში გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან 4 - ფრედ დასრულდა. უკანასკნელი გამარჯვება რომელიმე გუნდმა 2017 წელს მოიპოვა, როცა „ინტერმა“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ 1:3 იმარჯვა.

ვფიქრობთ, რომ დროა, ეს ფრეების სერია შეწყდეს და ფსონს კონტეს გუნდის მოგებაზე გავაკეთებთ, რასაც 1xbet.com 2.25 კოეფიციენტით აფასებს.

„ლევანტე“ – „ხეტაფე“ [23:00]

ამ შეხვედრამ ჩვენი ყურადღება იმის გამო მიიქცია, რომ ერთ-ერთი ისეთი მატჩია, სადაც გუნდს ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროება. კერძოდ, „ხეტაფეს“, რადგან გუნდი ამჟამად მეშვიდე პოზიციას იკავებს, რომელიც ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის საშუალებას იძლევა. თუმცა, მადრიდელების ფეხის დაცდენას მოუთმენლად ელიან „ვალენსია“ და „ გრანადა“, რომლებიც თავის მატჩებს ასევე დღეს გამართავენ.

მეორე მხრივ კი არის „ლევანტე“, რომლისთვისაც ამოცანების მხრივ ლა ლიგა უკვე დასრულებულია - გუნდი 46 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და ცხრილში ვერც ამაღლდება და ვერც ქვემოთ ჩამოვარდება. ვალენსიელებისთვის დღევანდელი შეხვედრა სრული ფორმალობაა.

ამიტომ, ფსონს დღეს „ხეტაფეს“ გამარჯვებაზე გავაკეთებთ, რაც 1xbet.com-ზე 1.77 კოეფიციენტით ფასდება.

„სევილია“ – „ვალენსია“ [23:00]

ისევე, როგორც „ლევანტეს“, საკუთარი ამოცანები შესრულებული აქვს „სევილიასაც“, რომელმაც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გაინაღდა, ცხრილში მესამე ადგილის დასაკავებლად კი დღეს მოგება სჭირდება და პარალელურად, „ატლეტიკო“ შინ „სოსიედადთან“ უნდა დამარცხდეს, რაც ძალიან ნაკლებად არის მოსალოდნელი.

სამაგიეროდ, მოტივაცია არ აკლია „ვალენსიას“, რომელიც „ხეტაფეს“ ან „სოსიედადის“ ფეხის დაცდენას ელის იმისთვის, რომ ევროპა ლიგაზე გასვლა მოახერხოს. თუ „ხეტაფეს“ უმოტივაციო მეტოქე ჰყავს, „სოსიედადი“ სტუმრად „ატლეტიკოს“ ხვდება, ანუ „ვალენსიას“ შანსები ევროპა ლიგაზე მოხვედრის არც ისე დაბალია. თუმცა, გუნდმა თავად „რამონ სანჩეს პისხუანზე“ აუცილებლად უნდა იმარჯვოს.

პირდაპირ გამარჯვებაზე ფსონის გაკეთებას ვერ გავრისკავთ, თუმცა „ვალენსიას“ მაინც ვენდობით და ორმაგ ფსონს ავირჩევთ: „ვალენსია“ არ წააგებს და ორივე გუნდი გაიტანს გოლს. ეს პოზიცია 1xbet.com-ზე 2.83 კოეფიციენტით ფასდება.скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა