დაბრუნება ლა ლიგაში - ემერი ვილიარეალს ჩაიბარებს



უნაი ემერი ლა ლიგას უბრუნდება. Marca-ს ცნობით, 48 წლის სპეციალისტი 2020-2021 წლების სეზონში „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი იქნება.
„ყვითელი წყალქვეშა ნავი“ აწგასრულებულ სეზონში ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, თუმცა კლუბს უფრო დიდი გეგმები აქვს და სწორედ ამიტომ ხავიერ კალეხას მალე თანამდებობიდან დაითხოვენ.
„ვილიარეალი“ გუნდის ლეგენდებმა სანტი კაზორლამ და ბრუნო სორიანომ დატოვეს. კლუბი ახალ გეგმებს ისახავს, რომელთა განსახორციელებლად ახალი თავკაცია საჭირო.
წყაროს ცნობით, ემერისთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და მალე ამ ყველაფერმა ოფიციალური სახეც უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ბასკი სპეციალისტი ნოემბერში „არსენალიდან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარია. ლა ლიგაში კი ემერის დიდი გამოცდილება აქვს, ის სხვადასხვა წლებში „ალმერიას“, „ვალენსიასა“ და „სევილიას“ ხელმძღვანელობდა.скачать dle 12.1





დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


პოპულალური სიახლეები

სტატისტიკა