loading...

გოგა ბითაძემ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა! 26 ქულა და 15 მოხსნა "პარტიზანთან"


Загрузка...

სერბეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში B ჯგუფის ლიდერთა ჯახი შედგა. გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" საშინაო კედლებში დაუმარცხებელი "პარტიზანი" მიიღო და საკუთარი ქომაგების გახარება ვერ მოახერხა.
სტუმრებმა შესანიშნავად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. "მეგა ბიმაქსმა" მესამე მეოთხედში გაიბრძოლა და ეს პერიოდი 5 ქულიანი სხვაობით, 20 - 15 მოიგო, თუმცა გადამწყვეტი ათწუთეულის პირველი ნაწილი საშინლად ჩაატარა და თამაშში გარდატეხის შესატანად დრო აღარ ეყო. ამრიგად "პარტიზანმა" მიჯრით მეშვიდე გამარჯვება გაიფორმა და მეტოქეს 90-81 სძლია.
ქართული კალათბურთის ამომავალმა ვარსკლავმა პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა და გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ. ბითაძემ ორმაგი დუბლი გაიფორმა და ფენომენალური მაჩვენებელი დააფიქსირა - 26 ქულა, 15 მოხსნა, 4 დაფარება!
"პარტიზანის" მოთამაშეებმა გოგას ვერაფერი მოუხერხეს და ძირითადად ფოლის აღებით გადიოდნენ ფონს (მის წინააღმდეგ 11-ჯერ დაჯარიმდნენ). ბითაძემ საჯარიმოს ხაზიდან 17 სროლა განახორციელა, რაც ყველაფერზე მშვენივრად მეტყველებს! ჩვენებური პარკეტიდანაც კარგად უტევდა. გოგამ 9-დან 5 ორიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.скачать dle 12.1
loading...

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა