loading...

“ქუთაისი” ფინალურ სერიაში “დელტას” შეხვდება


Загрузка...

სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში– 78:74 დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” და ფინალში გავიდნენ.
საჩემპიონო სერია, რომელიც 3 მოგებამდეა, 23 მაისს დაიწყება და მასში ერთმანეთს “ქუთაისი” და“დელტა” შეხვდებიან. იმერულ კლუბს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მოედნის უპირატესობა ექნება და 23-24 მაისს 2 მატჩს იმ დარბაზში ჩაატარებს, რომელშიც ფინალის საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯონათან ლი გახლდათ. 18 ქულა აკაკი დვალიშვილის, ხოლო 15 – დავით ლომიძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან 25 ქულით დემაგოი ბუბალო გამოირჩა, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. 
“დინამო” მესამე ადგილისთვის მატჩში 26 მაისს “მგზავრებს” შეხვდება.

скачать dle 12.1
loading...

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა