loading...

“ქუთაისი” ფინალურ სერიაში “დელტას” შეხვდება... 22.05.2019 ბითაძეს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს:''ამას არ ველოდი''


Загрузка...

ევროლიგის დაჯილდოვების ცერემონიაზე ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.
უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ბითაძე ერთადერთი ცენტრია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.
გოგა ბითაძემ პრიზის გადაცემის შემდეგ კომენტარი გააკეთა:''ამ პრიზისთვის ყველას დიდი მადლობა. სიმართლე გითხრათ არამარტო ამ პრიზის მიღებას, ევროლიგაში თამაშსაც არ ველოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა. ყველა ახალგაზრდას მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.''

''ბუდუჩნოსტის'' შემადგენლობაში ევროლიგის 13 შეხვედრაში ბითაძე საშუალოდ 12,1 ქულას, 6,4 მოხსნასა და 2,3 ბლოკს აგროვებდა. უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16,3-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ გოგა შარშან "მეგა ბიმაქსის" ღირსებას იცავდა, 2018 წლის დეკემბერში კი "ბუდუჩნოსტში" გადავიდა. ამჟამად გოგა კვლავ "მეგა ბიმაქსის" რიგებში ასპარეზობს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კი NBA-ში წასვლას გეგმავს.
ევროლიგის ამომავალი ვარსკლავის ჯილდო სხვადასხვა წლებში ისეთ კალათბურთელებს აქვთ მოგებული, როგორებიც რუდი ფერნანდესი, დანილო გალინარი, რიკი რუბიო, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა მიროტიჩი, ანდრეა ბარნიანი, ალექს აბრინესი და ლუკა დონჩიჩი არიან.

скачать dle 12.1
loading...

Loading...



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

პროგნოზები

სტატისტიკა