”დაღუპულისთვის ტელეფონი წაურთმევიათ…” – ვარკეთილში 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა – ნახეთ რა შემზარავი ამბავი გაიგო პოლიციამ…


Loading...

ვარკეთილში იმ უბანში, სადაც მე-11 კლასელი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, რამდენიმე დაკავების ოპერაცია ჩატარდა.
საქმის ახალ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კურიერის ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. უწყებამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულსხმობს, ხოლო 6 პირი 178-ე, ძარცვის მუხლით დააკავეს.

იმის გამო რომ დანაშაულში არასრულწლოვნებიც არიან, საქმის განხილვები სასამართლოში სავარაუდოდ დახურული იქნება.
ერთ-ერთი დაკავებულის ბებია ჰყვება,რომ გარდაცვლილს ნაცნობებმა ტელეფონი წაართვეს და დაალომბარდეს. სკოლის მოსწავლეს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არსად არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, ბრალდებულების ახლობლებს უჭირთ გამოძიების ოფიციალური ვერსიის დაჯერება, რომ თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლებოდა მხოლოდ მობილური ტელეფონის წართმევა ყოფილიყო.
საქმის მასალებით დგინდება, რომ დაკავებულების გარდა კიდევ ერთი პირიც ფიგურირებს- ტაქსის მძღოლი დავით დავითაშვილი. სწორედ ეს არის პიროვნება, რომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც გარდაცვლილის მობილური ტელეფონი დალომბარდდა. საქმე მოცულობითია და მტკიცებულებებს ადვოკატები ახლაც ეცნობიან
16 წლის მოზარდის ცხედარი 9 სართულიანი კორპუსის ეზოში 3 დღის წინ ნახეს. ახლობლები თვითმკვლელობის საეჭვო გარემოებებზე თავიდანვე საუბრობდნენ, თუმცა ამ დრომდე მომხდარის დეტალები უცნობი იყო. მოზარდს ხვალ დაკრძალავენ.
წყარო: რუსთავი 2скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა