”აი ეს არის ქართული გენი…” – ნახეთ ვინ არიან ქართველი და-ძმა, რომელთა სილამაზემაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა (ფოტოები)


Loading...

თბილისის, ბაქოს, პარიზის, მილანის, მიუნხენის წამყვანი სამოდელო სახლები და ქართველი თინეიჯერი გოგონა, რომელსაც დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს.
მატილდა გვარლიანი 16 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით. შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანის ყურადღების მიღმა დარჩეს.


პოდიუმის ახალბედა წარმომადგენელმა პირველად თაკო ნაცვლიშვილის დედის სამოდელო სააგენტო Look Model Management-ს მიაკითხა. 12 წლის იყო და პოდიუმზე გამოსვლისგან მაშინ თავი შეიკავა, მოგვიანებით კი 14 წლის მატილდა დიდი წარმატებით დაბრუნდა.

მატილდა 15 წლამდე მხოლოდ ფოტოსესიებში მონაწილეობდა. ოფიციალური სამოდელო კარიერის დაწყება მომავალ მოდელს 16 წლიდან შეუძლია. გერმანიასა და ესპანეთში გამგზავრების შემდეგ მოწვევა მილანის, პარიზის და ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტოებიდან მიიღო. ხშირად აღნიშნავენ, რომ მატილდას იტალიური სილამაზე აქვს და გოგონა აღფრთოვანებას იწვევს. წაბლისფერი ტალღოვანი თმა, კბილებს შუა ნაპრალი, თაფლისფერი თვალები – ერთი შეხედვით, ბანალური დეტალებია, მაგრამ მატილდა გვარლიანს სუპერმოდელად მოიხსენიებენ.



скачать dle 12.1
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა


Loading...

საუკეთესო სიახლეები

სტატისტიკა